კლუბის წესდება

 დებულება

სსიპ ქ. ქუთაისის #33 სკოლის მასწავლებელი ნანა კვიტაშვილი VII=VIII კლასის ბაზაზე აფუძნებს ინგლისური ენის  კლუბს Chapter Turners.  კლუბის მიზანია გაუღვივოს  მოსწავლეებს ინგლისური ენის მიმართ ინტერესი, გაუღრმავოს მათ ცოდნა  და დაეხმაროს სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებაში. კლუბური მუშაობა ხელს შეუწყობს  მოსწავლეთა ინდივიდუალური უნარების, ფანტაზიისა და შემოქმედებითი პოტენციის სტიმულირებას და  ენობრივი კომპეტენციის გაღრმავებას. შეხვედრები იქნება მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული.

კლუბის მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები

ზოგადი დებულება

კლუბი დაფუძნდება VII-VIII კლასის ბაზაზე, მასში გაერთიანდებიან საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები, კლუბის მუშაობა დაიწყება 2022 წლის სექტემბრიდან, მისი მუშაობა წარიმართება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით.

კლუბს აქვს წესდება და გვერდი სოციალურ ქსელში.

კლუბის წესდება

  • კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი.
  • კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ სკოლის VII-VIII კლასის ინგლისური ენით დაინტერესებულ მოსწავლეებს.
  • კლუბის ყველა წევრის შეკრებებზე დასწრება სავალდებულოა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).
  • კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში.
  • კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება.
  • კლუბის წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა, თუ ის არ დაიცავს კლუბის წესდებას, არ შეასრულებს ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებებს, არ მიიღებს მონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში.

კლუბის მიზნები და ამოცანები

  • ინგლისური ენის გაღრმავება და ენის შესწავლისთვის აუცილებელი უნარების  წარმოჩენა, განვითარება. ( ფოკუსირება წიგნიერებაზე და სალაპარაკო უნარ-ჩვევაზე)
  • კოგნიტური  უნარების გავარჯიშება
  • მოსწავლეებში სოციალური უნარის -  თანამშრომლობის, გუნდურობის, ტოლერანტობის  გაღრმავება.
  • მოსწავლეთათვის სხვადასხვა ქვეყნის სოციოკულტურულ კონტექსტებსა და კულტურებს შორის არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების თვალსაჩინოდ წარმოჩენა.
  • სოციოკულტურულ თავისებურებათა  გაგება და გაზიარების მეშვეობით ცოდნა-გამოცდილების გამდიდრება.

კლუბში გაწევრიანება

კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.

სამიზნე ჯგუფი - VII-VIII  კლასი.

  • მოსწავლეთა რაოდენობა - არაუმეტეს 15 მოსწავლისა.
  • კლუბის წევრობის მსურველმა უნდა შეავსოს გასაწევრიანებელი ანკეტა.
  • კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგის, საგნის პადაგოგის და მშობლის მიერ.
  • კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.
  • კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში.
  • კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე და როდესაც ის დაარღვევს წესდების პუნქტებს.

კლუბის მუშაობის სტრუქტურა

  • კლუბი შედგება არაუმეტეს 15 მოსწავლისაგან.
  • საკლუბო მუშაობას უძღვება კურატორი მასწავლებელი.
  • კურატორი მასწავლებელი ხელმძღვანელობს კლუბს 2  სემესტრის განმავლობაში.
  • კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველი თვის კლუბის მონაწილე წევრების და კურატორი მასწავლებლის მიერ დათქმულ რიცხვში.
  • კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია თვეში ორჯერ პარასკევობით 1 საათით.

კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა

  • ინდივიდუალური
  • ჯგუფური

კურატორ-მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა

საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ-გვერდზე/სოციალურ ქსელში განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

კლუბის სახელწოდება

კლუბის წესდება

კლუბის სამუშაო გეგმა

განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.

საკლუბო მუშაობის პერიოდი

კლუბის მუშაობა განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში

სამიზნე ჯგუფი - VII-VIII  კლასი.

მოსწავლეთა რაოდენობა - მაქსიმუმ 15 მოსწავლე.

კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა.

კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგისა და კათედრის პედაგოგის მიერ.

კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობის შესახებ.

კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის საქმიანობაში.

კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის დაარღვევს კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს.

კლუბში გაერთიანების მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა . დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ კლუბის ხელმძღვანელს 


განცხადების ფორმა იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე, ან მოიკითხეთ კლასის კოორდინატორთან.


Comments

Popular posts from this blog

The Happy Prince Performance

2 შეხვედრა

Robert Louis Stevenson's Poetry

1st session