1 სემესტრში გაწეული სამუშაოს ანგარში
სკოლაში ჩამოყალიბდა უფასო წრეები უცხო ენებში . ერთ - ერთი მათგანი არის წიგნიერების კლუბი "Page Turners" VII-VIII კლასის ბაზაზე , მასში გაერთიანდებული არიან საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები , მისი მუშაობა წარიმართება „ ზოგადი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის გათვალისწინებით . კლუბში გაწევრიანებულია 12 მოსწავლე . შეხვედრები ტარდება თვეში 2 ჯერ . კლუბის მიზნები და ამოცანები : ინგლისური ენის გაღრმავება და ენის შესწავლისთვის აუცილებელი უნარების წარმოჩენა , განვითარება . ( ფოკუსირება წიგნიერებაზე და სალაპარაკო უნარ - ჩვევაზე ) კოგნიტური უნარების გავარჯიშება მოსწავლეებში სოციალური უნარის - თანამშრომლობის , გუნდურობის , ტოლერანტობის გაღრმავება . მოსწავლეთათვის სხვადასხვა ქვეყნის სოციოკულტურულ კონტექსტებსა და კულტურებს შორის არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების თვალსაჩინოდ წარმოჩენა . სოციოკულტურულ თავისებურებათა გაგება და გაზიარების